16 წლის მეკარემ სადებიუტო მატჩში სამი პენალტი მოიგერია და გუნდი ფინალში გაიყვანა (ვიდეო)
16 წლის პავლო ისენკო “ვორსკლას” გმირია. ახალგაზრდა უკრაინელმა მეკარემ უკრაინის თასის ნახევარფინალში, პენალტების სერიაში სამი დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდის ფინალში გასვლაში უდიდესი როლი შეასრულა. ეს მისთვის ძირითად გუნდში სადებიუტო მატჩი იყო.
გუშინ, ნახევარფინალში ერთმანეთს “მარიუპოლი” და “ვორსკლა” შეხვდნენ. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ისენკო მწვრთნელმა თამაშში 120-ე წუთზე ჩართო, როცა გადაწყვეტილი იყო, რომ პენალტების სერია დაინიშნებოდა.
“ვორსკლა” უკრაინის თასის ფინალში კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება.
Tutaj cały wyczyn z wczoraj. Przypomnę: w półfinale Pucharu Ukrainy trener Worskły Połtawa zdecydował się wpuścić na rzuty karne 16-letniego bramkarza, dla którego był to debiut w seniorskiej piłce. Pawło Isenko obronił trzy jedenastki i został bohaterem.pic.twitter.com/aFpO0EIM6H
— Kamil Rogólski (@K_Rogolski) June 25, 2020