თბილისის “დინამომ” ეროვნული ლიგა “საბურთალოს” განადგურებით განაახლა
ეროვნული ლიგა 4 თვიანი პაუზის შემდეგ თბილისური დერბით განახლდა და “დინამომ” “საბურთალო” 0-3 გაანადგურა. მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო ახალგაზრდა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საპატივცემულოდ. მოთამაშეებს სპეციალური მაისურები ეცვათ და შავი სამკლავურები ეკეთათ.
“დინამომ” “საბურთალოს” უბრალოდ შანსი არ დაუტოვა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი კუციამ ულამაზესი საჯარიმოთი გახსნა. მე-2 ტაიმში ბუღრიძემ ჯერ კაპანაძეს გაატანინა, შემდეგ კი თვითონ შეაგდო. ბუღრიძე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
“დინამომ” “საბურთალოს” 1 ქულით გაასწრო და დროებით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. დღეს 21:00 საათზე “დინამო ბათუმი” “თელავს” მიიღებს.
საბურთალო 0-3 დინამო თბილისი
გოლები: კუცია 17, კაპანაძე 50, ბუღრიძე 54
საბურთალო: ლ.კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – ტერა (ცნობილაძე 46), ალთუნაშვილი – კოხრეიძე (მაჭარაშვილი 69), ნონიკაშვილი (გულიაშვილი 61), ტაბატაძე – ქავთარაძე
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
დინამო: კვასხვაძე – ტრუბოჩკინი, კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე – მექვაბიშვილი (ქარდავა 71), პაპავა – კუცია, პერნამბუკო (დაფე 85), ბუღრიძე (აზაროვი 75) – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
წითელი ბარათი: ლაკვეხველიანი 87