“ლივერპული” ინგლისის ჩემპიონია: ჯერარდის პირველი კომენტარი
“ლივერპულმა” 30-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატი პირველად მოიგო. ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ენფილდროუდელთა” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და დღესდღეობით გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა, რომელსაც მოთამაშის რანგში პრემიერლიგის ოქროს მედლის მოგება არ ეღირსა.
“ლივერპულს” პრემიერლიგის მოგებას ვულოცავ. საოცარი მიღწევაა ფანტასტიური გუნდისგან, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, სათავეში კი მსოფლიო კლასის სპეციალისტი და მისი სამწვრთნელო შტაბი უდგას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კლუბის მეპატრონე. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – ფანები, რომლებიც ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდნენ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “დეილი რეკორდი”.
“ლივერპულმა” ინგლისის ჩემპიონატი არსებობის განმავლობაში მე-19-ედ მოიგო.