ავსტრალიურ რადიოში ჭადრაკს რასისტული თამაში უწოდეს, რასაც კასპაროვი გამოეხმაურა
ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქ სიდნეიში ფუნქციონირებს რადიოსადგური ABC, რომლის ეთერშიც ახლახან ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდა. ავსტრალიელებმა ჭადრაკი სპორტის რასისტულ სახეობად მოიხსენიეს, რისი მიზეზიც მარტივი გამოსაცნობია – თამაშს თეთრები იწყებენ.
ყოველივე ეს ჭადრაკის გროსმაისტერის, გარი კასპაროვის, და ცნობილი ავსტრალიელი მოჭადრაკის, ჯონ ადამსის, ყურამდეც მივიდა.
“ისინი თვლიან, რომ ჭადრაკი რასისტული სპორტია, რადგანაც თამაშს თეთრი ფიგურებით იწყებენ. ავსტრალიური გამოცემა, რომელიც მოსახლეობის გადასახადებით საზრდოობს მსოფლიოს უძველესი თამაშის წესებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კორონავირუსის პანდემია ასეთ ტრაგედიას იწვევს, ABC კი არალევანურ თემებზე მსჯელობს. აღშფოთებული ვარ!” – ვკითხულობთ ადამსის განცხადებაში.
57 წლის გარი კასპაროვი კი ასეთ პოზიციას იკავებს – “თუ ასე გადარდებთ ის ფაქტი, რომ ჭადრაკში თამაშს თეთრები იწყებენ, დაე დაიწყონ შავებმა. გადასახადებით მიღებული თანხის “გამოძიებაში” უაზრო ხარჯვას და იდიოტად გამოსვლას, ასე აჯობებს.”