ეროვნული ლიგა – 3 გიორგი, 1 შოთა, მინუს ვაჟა
ეროვნული ლიგის მე-3 ტური იმერული დერბით დასრულდა. ქუთაისის “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და 2-2 ითამაშა. “ჩიხურა” მე-18 წუთზე გიორგი ბუხაიძემ დააწინაურა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა. მე-2 ნახევრის დასაწყისში პენალტის ნიშნულთან ვაჟა ტაბატაძე მივიდა და ბურთი ხარიხას გაარტყა. საპირისპირო შეტევაში “ჩიხურამ” კუთხური მოიპოვა და გამოსვლაზე ბულისკერია შეცდა, შოთა გვაზავამ კი მარტივად შეასრულა – 0:2. 57-ე წუთზე მოედანზე გიორგი ფანცულაია გამოვიდა და მოედანზე მას გიორგი ივანიშვილი დახვდა. 64-ე წუთზე ივანიშვილმა ცარიელ კარში გაატანინა ფანცულაიას, ბოლო წუთზე კი ივანიშვილმა მკერდით მოხდენილად დაუგდო და ფანცულაიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
მე-3 ტურში 4 მატჩი ფრედ დასრულდა და მხოლოდ თბილისის “დინამომ” შეძლო გამარჯვება. 2 ივლისს “დინამო ბათუმი” “საბურთალოს” მიიღებს.
ტორპედო 2-2 ჩიხურა
გოლები: გიორგი ფანცულაია 64, 94 – გიორგი ბუხაიძე 18, შოთა გვაზავა 49
ტორპედო: ბულისკერია – ტაბატაძე, მირცხულავა, კასრაძე, ნადარაია – ციცქიშვილი, გიორგი ივანიშვილი, ძარია (აბულაძე 73), მარკოვიჩი (შარვაშიძე 62) – პონონომარი (ფანცულაია 57), ციცქიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
ჩიხურა: ბეგაშვილი – კორიფაძე, კაშია, მაჩაიძე, ჯავაშვილი – ჩიკვაიძე, გვაზავა – კიკაბიძე (დეკანოიძე 61), კახაბრიშვილი, წიქარიძე (ფოცხვერია 83) – ბუხაიძე (მუჯირი 67)
მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
48-ე წუთზე ტაბატაძემ პენალტი გააცუდა