ჭიდაობის ფედერაცია: “გიგა ტატიაშვილი მოჭიდავე არ არის”
ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
“ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში 17 ადამიანი დააკავეს და მათ შორის, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც არის.