როი კინი, შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული კაპიტანი, როი კინი შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ბრიტანული მედიის ცნობით, 48 წლის ირლანდიელი აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კინმა სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს “სანდერლენდში” დაიწყო, ამის შემდეგ “იფსვიჩ თაუნს” ხელმძღვანელობდა. 2013 წელს ის ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. 2014 წელს ასისტენტად მუშაობდა “ასტონ ვილაში”, 2019 წელს კი მსგავსი პოზიცია ეკავა “ნოტინგემ ფორესტში”. ის ახლა Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველია.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება კინის ხელფასი აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობის შემთხვევაში.