რა თანხა გამოიმუშავა ხაბიბ ნურმაგომედოვმა 2019-2020 წლებში?
UFC-ის დაღესტნელმა ვარსკვლავმა, კონორ მაკგრეგორმა 2019-2020 წლებში 16.5 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და ამ მაჩვენებლით 40-წლამდელთა შორის რუსეთის ‘ყველაზე წარმატებულ’ ცნობილ ადამიანად დასახელდა. ეს სია ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” შეადგინა.
ხაბიბმა UFC-ში ბოლო 2019 წლის სექტემბერში იჩხუბა, მაშინ მან დასტინ პორიე დაამარცხა.
“ფორბსის” ინფორმაციით, ნურმაგომედოვმა 16.5 მილიონი დოლარი UFC-ში გამართული შეხვედრით, სასპონსორო ხელშეკრულებებითა და სხვადასხვა ღონისძიებებზე საუბრით მოაგროვა.
როგორც ცნობილია, დაღესტნელი უარს ამბობს ალკოჰოლისა და სიგარეტების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაზე. ასევე, მისი სახელი არასოდეს გაჟერებულა გემბლინგთან.
“ფორბსის” მიერ გამოქვეყნებულ სიას ნურმაგომედოვის აგენტი, ალი აბდელაზიზი გამოეხმაურა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ხაბიბი უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს.
“ეს ცოტათი მცდარი ინფორმაციაა. ის სხვადასხვა ღონისძიებებზე საუბრისას, დღეში მინიმუმ 300 000 დოლარს იღებს”, – წერს ალი აბდელაზიზი Twitter-ში.
This is little bit wrong his speaking engagements 300k per day minimum https://t.co/2ehBJtd3Le
— Ali Abdelaziz (@AliAbdelaziz00) June 30, 2020