სეტიენი გრიზმანზე: “ყველა ვერ ითამაშებს”
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიანმა ანტუან გრიზმანის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, სეტიენმა გრიზმანი ბოლო ორ მატჩში სათადარიგოთა რიგებში დატოვა. “სელტასთან” შეხვედრაში ფრანგი მოედანზე 81-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო “ატლეტიკოსთან” მატჩში ის თამაშში ბოლო წამებში ჩაერთო.
“ანტუანი თავს კარგად გრძნობს, ის დიდი პროფესიონალია. მასთან ვისაუბრე. გრიზმანი, მენტალურად, ძლიერია და დარწმუნებული ვარ, როცა მოედანზე სათამაშოდ გამოვა, 100 პროცენტით დაიხარჯება.
როცა გრიზმანი თამაშობს, თქვენ მეკითხებით, თუ რატომ არ თამაშობს ანსუ ფატი. ცხადია, ყველა ვერ ითამაშებს და გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. შესაძლოა, ვიღაც გაბრაზდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა 100 პროცენტით მზად ვერ იქნება. ჩემ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მე ვარ”, – თქვა სეტიენმა.