იურგენ კლოპი კარიერის ბოლო წლებს ითვლის
მერსესაიდული “ლივერპულის” ქარიზმატული თავკაცი, იურგენ კლოპი, გულშემატკივრებისთვის საწყენ განცხადებას აკეთებს. 53 წლის გერმანელი სპეციალისტის თქმით, “ლივერპულთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კარიერის გაგრძელებას არ გეგმავს.
“ჩემ თავს ასაკში ყოფნისას მწვრთნელად ვერ ვხედავ. როდესაც მწვრთნელობა დავიწყე 33 წლის ვიყავი და ჩემ თავს ვუთხარი – “აი, დაიწყო ძალაუფლების 25 წელიწადი”.
მას შემდეგ 7,5 წელი “მაინცში” გავატარე, 7 წელი – დორტმუნდის “ბორუსიაში”. როდესაც “ლივერპულთან” არსებულ კონტრაქტს ვადა ამოეწურება, 23,5 წელი იქნება გასული. მას შემდეგ სხვა გეგმები არ მაქვს.
როდესაც დრო მოვა, მირჩევნია უკანა პლანზე გადავიწიო და ასპარეზი ახალგაზრდა მწვრთნელებს დავუთმო,” – აცხადებს კლოპი.
შეგახსენებთ, რომ კლოპმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი კლუბი 2015 წელს ჩაიბარა, მის ამჟამინდელ ხელშეკრულებას კი ვადა 2024 წელს ამოეწურება.