მოურინიომ სონი-ლორისის დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ევერტონთან” გამართული მატჩის შემდეგ უგო ლორისსა და სონს შორის მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
6 ივლისს “ტოტენჰემმა” “ევერტონი” 1:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, როცა გუნდები გასახდელში მიდიოდნენ ლორისი სონთან მივარდა და დაპირისპირება დაიწყო.
“ვფიქრობ, ეს ჩვენი საუბრების შედეგია. თუ ვინმე უნდა დაადანაშაულონ, ეს მე ვარ. მე კრიტიკული ვიყავი ბიჭების მიმართ, რადგან, ჩემი აზრით, ისინი ნაკლებ კრიტიკას გამოხატავდნენ საკუთარი თავებისა და ერთმანეთის მიმართ. მათ ვთხოვე, რომ უფრო მომთხოვნები ყოფილიყვნენ.
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ასეთი რამ მოხდა – კაპიტანმა იფიქრა, რომ ყველასათვის საყვარელი ბიჭი სონი გუნდისათვის უფრო მეტს უნდა აკეთებდეს. იყო რამდენიმე ცუდი სიტყვა, მაგრამ ხელით შეხება არ დამინახავს.
გუნდი უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისათვის საჭიროა, რომ ერთმანეთს მეტი მოვთხოვოთ. შესვენებაზე მათ ვუთხარი – როცა ასეთი რექცია გაქვთ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ბოლომდე ერთად იდგებით”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.Com.
Hugo Lloris & Son clashing with each other at half-time 😳 pic.twitter.com/jjVeKy36AR
— Football Daily (@footballdaily) July 6, 2020