გარკვეულია: სად გაიმართება პლეიოფის დარჩენილი მატჩები?
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა საკმაოდ საინტერესო გადაწყეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები ნომინალური მასპინძლების სტადიონებზე გაიმართება.
ასე რომ, “იუვენტუსისა” და “ლიონის” მატჩი (პირველი შეხვედრა 0:1) ტურინში გაიმართება, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” (1:1) – ბარსელონაში, “ბაიერნისა” და – “ჩელსის” (3:0) – მიუნხენში, ხოლო “მანჩესტერ სიტისა” და “რეალის” (2:1) – მანჩესტერში.
გეტყვით იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 7-8 აგვისტოსაა დაგეგმილი.
რაც შეეხება პლეიოფის დარჩენილ მატჩებს, მათ ლისაბონი უმასპინძლებს. მეოთხედფინალები 12-15 აგვისტოს შედგება, ნახევარფინალები 18-19 აგვისტოს, ხოლო ფინალი – 23 აგვისტოს.