ბუდუ ზივზივაძე უნგრულ “ფეჰერვარში” გადავიდა
26 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ “ფეჰერვარში” გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. “ფეჰერვარი” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
“ძალზედ ბედნიერი ვარ ისეთი დიდი ისტორიის მქონე კლუბში გადმოსვლით, როგორიც “ფეჰერვარია”. საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ორჯერ საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოვიპოვე. ანალოგიური მიზნების მისაღწევად მოვედი აქაც. დარწმუნებული ვარ, რომ ფეჰერვარის” რიგებში ჩემს საუკეთესო თამაშებს ვაჩვენებ, გოლებს გავიტან და სხვებსაც დავეხმარები გატანაში. დიდი სურვილი მაქვს, რომ უნგრეთის ჩემპიონობა და ქვეყნის თასის მოგება ვიზეიმო. გარდა ამისა, მსურს, რომ ევროპის ლიგის გათამაშებაში მაქსიმალურად შორეულ ეტაპამდე გავიდეთ”, – ბუდუ ზივზივაძის კომენტარი “ფეჰერვარის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მანამდე უნგრულ “მეზოკოვეშდში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. “მეზოკოვეშდმა” უნგრეთის ჩემპიონატის გათამაშება მეოთხე პოზიციაზე დაასრულა, ქვეყნის თასზე კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.