ეროვნული ლიგა – “საბურთალომ” “თელავს” მძიმე ბრძოლაში მოუგო
ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მე-2 დღის შეხვედრაში “საბურთალომ” რევაზ გოცირიძის “თელავი” მიიღო და მინიმალურად, 1-0 დაამარცხა. თამაში ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა და გუნდებმა მხოლოდ რამდენიმე მომენტი შექმნეს. 67-ე წუთზე “თელავის” მცველს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და კოხრეიძემ პენალტი უზადოდ შეასრულა.
“საბურთალოს” 8 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზე გადავიდა, “თელავს” 6 ქულა დარჩა და მე-6-ზეა.
საბურთალო 1-0 თელავი
გოლი: კოხრეიძე 67 (პ)
საბურთალო: კუპატაძე – ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი – ალთუნაშვილი (გულიაშვილი 90), ტერა (ბელიაევი 82) – ნონიკაშვილი (ცნობილაძე 77) – ქავთარაძე, კოხრეიძე
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
თელავი: სანიკიძე – ბაჩიაშვილი, ძოწენიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (კოშკაძე 72), ჩუკვურა – მოსიაშვილი, ბაშელეიშვილი (ვარშანიძე 54) – რუხაძე, კვასოვი (სამუშია 62) – კოხრეიძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე