“ბარსელონა” გრიზმანის ტრავმას ადასტურებს
კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ანტუან გრიზმანმა ტრავმა მიიღო და ლა ლიგის დარჩენილ ნაწილს ლაზარეთში გაატარებს.
29 წლის თავდამსხმელმა “რეალ ვალიადოლიდთან” თამაშისას მიიღო დაზიანება, რის გამოც პირველი ტაიმის შემდეგ “ატლეტიკოს” ყოფილი ვარსკვლავი ლუის სუარესმა შეცვალა.
მატჩის შემდეგ კიკე სეტიენმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელმა თავად ითხოვა შეცვლა. ამ უკანასკნელმა მარჯვენა ფეხის ოთხთავა კუნთი დაიზიანა.