ლევან გეგეჭკორმა მძიმე ტრავმა მიიღო
ბათუმის “დინამოს” მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა ფოთის “კოლხეთთან” 0-1 წაგებულ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და უცნობია, თუ რამდენს გამოტოვებს.
ლევანი მატჩიდან სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გეგეჭკორს მცირე წვივის მოტეხილობა აქვს და კოჭის ამოვარდნის შემდეგ, შესაძლოა, იოგებიც გაწყვეტილი ჰქონდეს. სრული სამედიცინო დასკვნის შემდეგ ზუსტად გახდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი.
გეგეს შემცვლელი “დინამოში” კიჭი მელიავაა.