WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (433523) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

მესი: “თუ ასე გავაგრძელებთ, “ნაპოლისთანაც” წავაგებთ”

თარიღი: ივლისი 17, 2020

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ლა ლიგის 37-ე ტურში “ნოუ კამპზე” “ოსასუნასთან” მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამბობს, რომ გუნდში ბევრი რამაა შესაცვლელი.

“არ გვინდოდა, რომ სეზონი ასე დაგვესრულებინა. ძალიან არასტაბილურები და სუსტები ვიყავით… ბევრი ქულა დავკარგეთ, “ოსასუნასთან” მარცხი კი ამ ყველაფრის შეჯამება იყო. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ჩვენ “ბარსელონა” ვართ და ყველაფერი უნდა მოვიგოთ. “რეალს” ვერ ვუყურებთ, ამ გუნდმა თავისი საქმე გააკეთა, ჩვენ კი მათ დავეხმარეთ.

თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. თუ ასე გავაგრძელებთ, “ნაპოლისთანაც” წავაგებთ”, – განაცხადა მესიმ.

როგორც იცით, “რეალმა” თავისი მატჩი “ვილიარეალთან” მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლა ლიგის მოგება გაინაღდა.

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლის” უპირისპირდება. ამ გუნდებს შორის ნეაპოლში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.



მსგავსი სიახლეები