“შენი კარიერიდან მხოლოდ 10 წამს წავშლიდი” – მადრიდის მერი სერხიო რამოსს
16 ივლისს, მადრიდის “რეალმა” “ვილიარეალი” დაამარცხა და ლა ლიგის მოგება ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
17 ივლისს, “რეალის” ხელმძღვანელები, მწვრთნელები და ფეხბურთელები ქალაქ მადრიდის მერს, ხოსე ლუის მარტინეს ალმეიდას შეხვდნენ. ალმეიდამ “სამეფო კლუბს” ჩემპიონობა პირადად მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის მერი “ატლეტიკოს” ფანია. მან სიტყვით გამოსვლისას 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, სადაც “რეალმა” “ატლეტიკო” დაამარცხა, ხოლო რამოსმა მატჩის დამატებით მე-3 წუთზე “ატლეტიკოს” თავური დარტყმით გოლი გაუტანა. ალმეიდამ “რეალის” კაპიტანს ხუმრობით მიმართა.
“სერხიო რამოსის კარიერიდან მხოლოდ 10 წამს წავშლიდი, რადგან ამ მომენტმა გამაგიჟა. თუმცა, ეს ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო”, – განაცხადა ქალაქის მერმა.
Saber estar institucional y compartir el éxito del rival con toda la ciudad. 👏 “De la historía de Ramos solo borraba 20”…las cosas como son, nos diste un gran disgusto”genial. discurso de Martínez-Almeida por la 34 liga del Rea… https://t.co/S4g8ypdnuG via @YouTube
— miguel ducay (@linceando) July 17, 2020