რომან დოლიძე: მოგიწოდებთ, შევეშვათ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დამცირებას
ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. მან გულშემატკივრებს გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადა და ასევე, საზოგადოების ნაწილს მოუწოდა, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფას შეეშვას.
“მოგესალმებით ყველას და კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გიხდით გულშემატკივრობისათვის.
ჩემი ყურადღება მიიქცია კომენტარებში შელაპარაკებებმა და ერთგვარმა გარჩევებმა, რაც ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. მოგიწოდებთ, შევეშვათ ერთმანეთის შეურაცხყოფას და სხვადასხვა პრინციპით დამცირებას. გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ სპორტია და ცხოვრებისეული ფასეულობები ბევრად მნიშვნელოვანია.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ალეკსეი კუდინს და მოლოდეჩნოს მთელ გუნდს უდიდესი დახმარებისათვის.
მშვიდობა ყოფილიყოს მსოფლიოში”, – აცადებს დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ UFC-ში სადებიუტო შეხვედრაში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.