WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (433709) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

თითქმის 9-კაციანმა “დილამ” “დინამოს” ბოლო წუთზე მასტერკლასი უჩვენა! (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 20, 2020

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში გორის “დილა” თბილისის “დინამოს” ესტუმრა და 1-2 გაიმარჯვა. ანგარიში 38-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ გახსნა და “დილას” აშკარა უპირატესობა გოლში გადაზარდა. პირველი ტაიმი ასე დასრულდა. მე-2 ნახევრის 63-ე წუთამდე გორელები კვლავაც სჯობნიდნენ მეტოქეს, მაგრამ მსაჯმა მაისაშვილი გააძევა უხეშობისთვის. მოედანზე შეცვლაზე შემოსული ბუღრიძე კი “დილას” მცველებს თავბრუს ახვევდა. პენალტი სწორედ ირაკლიმ მოიპოვა და ყველაფერი გააკეთა თამაშის მოსაგებლად, მაგრამ მიკოლა კოვტალიუკი განსხვავებულად ფიქრობდა. 93-ე წუთზე სპანდერაშვილის დარტყმულს მიმართულება სულ მცირედით შეუცვალა და გამარჯვების გამტანი ბურთი შეაგდო.

“დილა” 23-ე წუთიდან გიორბელიძის გარეშე თამაშობდა, რომელმაც ტრავმა მიიღო. 63-ე წუთზე კაპიტანი მაისაშვილი გააძევეს, ხოლო, ხურცილავა, ნონდი და გაგნიძე კი ტრავმის გამო ძლივს დადიოდნენ და მხოლოდ იმის გამო ვერ ცვლიდა ნემსაძე, რომ ცვლილებათა ლიმიტი ამოწურული ჰქონდა.

კვირიკაშვილმა 11 ყვითელი ბარათი (1 მთავარ მწვრთნელ ნემსაძეს) და 1 წითელი აჩვენა.

“დილა” კვლავაც ერთპიროვნული ლიდერია 14 ქულით და 4 ქულით ასწრებს ბათუმს, 5-ით “დინამოს”.

დინამო 1-1 დილა

გოლები: კუცია 68 – გაგნიძე 38, კოვტალიუკი 93

დინამო: კვასხვაძე – ტრუბოჩკინი, ლოჩოშვილი, კობოური, აზაროვი – ქარდავა (ბუღრიძე 59), პაპავა – პერნამბუკო, კუცია (ზარია 85), ქავთარაძე (ახვლედიანი 74) – გაბედავა

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დილა: გუგეშაშვილი – ეტოუ, მაისაშვილი, ხურცილავა, ეტოუ, გიორბელიძე (ლაცაბიძე 24) – ნონდი, გაგნიძე – ლექვთაძე (გორგიაშვილი 74), მარკოზაშვილი (სპანდერაშვილი 56), კოვტალიუკი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

წითელი ბარათი: მაისაშვილი 63



მსგავსი სიახლეები