რომან დოლიძე: როცა ხადის იბრაგიმოვი ჩემკენ წამოიწია, ვუთხარი…
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ განაცხადა, რომ ჩხუბამდე, ის ხადის იბრაგიმოვს სასტუმროში რამდენჯერმე შეხვდა, მათ შორის კი ნორმალური ურთიერთობა იყო.
როგორც იცით, აწონვების შემდეგ, პირისპირ დადგომის დროს დაღესტნური წარმოშობის რუსმა მებრძოლმა დოლიძის გაღიზიანება სცადა. ერთი დღის შემდეგ, ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
“ჩემ მეტოქე ხადისს ბრძოლამდე რამდენიმეჯერ შევხვდი სასტუმროში. ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, არანაირი აგრესია არ ყოფილა. მით უმეტეს, კავკასიელები ვართ და მე თვითონ, საერთოდ, ჩემ მოწინააღმდეგეს მტრებად არ აღვიქვამ. ეს ჩემთვის მხოლოდ სამსახურია, ეს ჩემთვის ეპიზოდური ცხოვრებაა. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის გარეთაც ბევრი სხვა რამ მელოდება. ზუსტად ვერ გეტყვით, მას რა ჰქონდა თავში და რას ფიქრობდა, როცა ამას აკეთებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მივიღე. არ მომეწონა. არ ვიცი, ჩანს თუ არა, მაგრამ როცა ჩემკენ წამოიწია, ვეუბნებოდი: “რა მოგივიდა? შენ რაღაც შეგეშალა”. კავკასიელები ვართ და მისგან არ მოველოდი ამ ყველაფერს”, – განაცხადა დოლიძემ პალიტრანიუსის ეთერში.