ფლორენტინო პერესი ზიდანში ახალ ფერგიუსონს ხედავს
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობას წარმატებულად აფასებს და სურს, რომ ფრანგი სპეციალისტი კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე.
OK Diario-ს დირექტორი ირწმუნება, რომ ფლრენტინო პერესი ზინედინ ზიდანისთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების – უვადო კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს. თუმცა უცნობია თავად ზიდანის პოზიცია.
პერესს სჯერა, რომ ზიდანი “რეალის” ისტორიაში შეიძლება ისეთივე შეუცვლელი ფიგურა გახდეს, როგორიც ალექს ფერგიუსონი იყო “მანჩესტერ იუნაიტედისთვის”. როგორც იცით, შოტლანდიელი “ოლდ ტრაფორდზე” 26 წლის მანძილზე მუშაობდა.
რაც შეეხება უშუალოდ ზიდანის შედეგიანობას, ფრანგმა სპეციალისტმა გუნდს 17 შესაძლო ტიტულიდან 11 მოაგებინა – მათ შორის სამი ჩემპიონთა ლიგა. მის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2022 წელს ეწურება.