ოფიციალურად: სტეფანო პიოლი “მილანში” რჩება!
“მილანი” ადასტურებს, რომ კლუბი გუნდის ამჟამინდელ მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან კონტრაქტს 2022 წლის ჩათვლით გაახანგძლივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რალფ რაგნიკთან თანამშრომლობა აღარ შედგება.
გუშინ, 21 ივლისს, “როსონერიმ” სტუმრად “სასუოლო” 1:2 დაამარცხა, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მილანელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.
“მილანი” გაცნობებთ, რომ სტეფანო პიოლისთან კონტრაქტის ორი წლით გახანგძლივებაზე შეთანხმება მიღწეულია. ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისში ამოიწურება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კორონავირუსისგან გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, “მილანმა” 10 მატჩი გამართა, აქედან შვიდში გაიმარჯვა, სამი კი ფრედ დაასრულა.
პიოლისთან შეთანხმების შემდეგ, “როსონერის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან გაზიდისმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“ეს გადაწყვეტილება ბოლო მატჩებში გამარჯვებების გამო არ მიგვიღია. გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ სტეფანომ გუნდი გააერთიანა და მან იპოვა გზა, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა უკეთესათ. ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა”, – განაცხადა გაზიდისმა.
თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტს გერმანელი რალფ რაგნიკი დაიკავებდა, მაგრამ მოულოდნელად, პიოლი გუნდში რჩება.