“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “ლოგიკურად, ჩემპიონთა ლიგა ჩვენ უნდა მოვიგოთ”
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებისა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზურის მოპვების შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე “ლაიფციგთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება.
“ლაიფციგი” ძალიან კარგი გუნდია, ისევე როგორც “ლივერპული”. მაგრამ რა მოხდა “ლივერპულთან”? რა მოხდა “ჩელსისთან”? “ბარსელონასთან”? ყველა ეს გუნდი ძალიან ძლიერი იყო, თუმცა მათი ბარიერების გავლა შევძელით.
ნამდვილად არ ვამბობ, რომ “ლაიფციგი” “რეალისა” და “ბარსელონას” დონის მეტოქეა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია.
მნიშვნელოვნად განსხვავდება ის, რასაც ხალხი ხედავს იმისგან, რაც რეალურად ხდება ფეხბურთში. ზოგი ამბობს, რომ ტიტულის მოქმედი მფლობელის დამმარცხებელი ჩემპიონი გახდება. ლოგიკურად, ჩემპიონთა ლიგა ჩვენ უნდა მოვიგოთ,” – აცხადებს კლუბის პრეზიდენტი ენრიკო სერესო.