უილფრედ ზაჰას “კრისტალ პალასიდან” წასვლა სურს
“კრისტალ პალასის” ლიდერი, უილფრედ ზაჰა, შიშობს, რომ კლუბიდან წასვლას ვეღარ შეძლებს. ფეხბურთელის ტრანსფერით აქამდეც არაერთი გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა პრობლემას “არწივების” ხელმძღვანელთა “სიხარბე” წარმოადგენს.
როგორც ცნობილი ხდება, ზაჰამ უფროსებთან საუბრისას აღნიშნა, რომ წარსულის შეცდომების გამეორება არ სურს. 27 წლის ფეხბურთელი ბრიტანულ კლუბში განათხოვრებას ითხოვს გამოსყიდვის უფლებით.
Daily Mail ირწმუნება, რომ ზაჰას ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული “ევერტონის” ხელმძღვანელობა. “კრისტალ პალასი” კი ვარსკვლავის სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს ითხოვს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი არც “კრისტალ პალასისთვის” და არც ზაჰასთვის არ იყო სახარბიელო. კოტ-დიუვარელმა მხოლოდ ოთხი გოლის გატანა შეძლო, “არწივებმა” კი სეზონი მე-14 პოზიციაზე დაასრულეს.