დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 აგვისტო
ედი ჰაუმ “ბორნმუთი” დატოვა
“ბორნმუთის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ედი ჰაუმ მთავარი მწვრთნელის პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
42 წლის ედი ჰაუ “ბორნმუთის” წარმატების მთავარი შემოქმედი გახლდათ. მან გუნდს 450-ზე მეტ შეხვედრაში უთავკაცა ინგლისის ოთხივე პროფესიონალურ დივიზიონში. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ედი ჰაუ.
“მანჩესტერ იუნაიტედს” შმეიხელი სურს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “ლესტერ სიტის” კარის დარაჯის, კასპერ შმეიხელის, გადაბირებით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას The Sun ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, “წითელ ეშმაკუნებს” გუნდში დავიდ დე ხეას შემცვლელის მოყვანა სურთ და თვლიან, რომ დინ ჰენდერსონი ჯერჯერობით ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ არიან.
ტროი დინი “ტოტენჰემს” შესთავაზეს
ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებს საინტერესო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. Daily Mail-ის ცნობით, “უოტფორდმა” “სპურსს” ტროი დინის ტრანსფერი შესთავაზა.
როგორც იცით, “უოტფორდი” მომდევნო სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებს, რაც მისი კლუბიდან წასვლის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
“ლაციომ” თვალი ბორხა მაიორალს დაადგა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რომის “ლაციოს” მიზანი მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, ბორხა მაიორალის, დამატება იქნება. ინფორმაცია Marca-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასტურდება.
როგორც ცნობილი ხდება, “ლევანტეში” განათხოვრებული თავდამსხმელის ტრანსფერში “ბლანკოსი” 20 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ბორხა მაიორალი სულ რაღაც 23 წლის გახლავთ.
“იუვენტუსმა” მიზნად ძანიოლს ტრანსფერი დაისახა
“იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა მიზნად “რომას” ტალანტის, ნიკოლო ძანიოლოს, ტრანსფერის განხორციელება დაისახეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, “ბიანკონერი” “რომას” ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავს.
21 წლის პერსპექტიული შემტევის ტრანსფერით პირადად მაურიციო სარია დაინტერესებული.