კაზემირო: “ზიდანთან საუბრისას დღესაც კი ვნერვიულობ”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი კაზემირო, რომელიც ზიდანის სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ, ფრანგ სპეციალისტთან მუშაობის თავისებურებებზე საუბრობს.
“ზიდანთან საუბრისას დღესაც კი ვნერვიულობ. ხშირად ვეუბნები, რომ არ იცის, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის, ჩემთვის. ის ძალიან მომთხოვნია, ყოველთვის მეტს ელის ჩემგან.
ვეუბნები – “მართალია, 98 წლის მუნდიალში ტიტული წაგვართვით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ახლა, როდესაც ასე გავიცანი, ვთვლი, რომ ამას იმსახურებდა. ის ფეხბურთისადმი გრძნობას დაუჯერებლად გამოხატავს. ფეხბურთელებს დიდი სიყვარულით ეპყრობა.
დაჟინებით მეუბნება ხოლმე: “კაზე, შენ მეტის გაკეთება შეგიძლია: მეორე ხაზიდან შედი, ნახევარმცველები “გამოკვებე”, ბურთი ფრთხილად გამოიტანე. მე შენგან არ ვითხოვ ისეთი რამის გაკეთებას, რაც არ შეგიძლია,” – ვციტირებთ ბრაზილიელი ნახევარმცველის სიტყვებს.