ანელკა “რეალში” გატარებულ პერიოდზე: “კოშმარი იყო”
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ნიკოლას ანელკამ, აღიარა, რომ “რეალში” გატარებული პერიოდი უარყოფითად ახსენდება და ერჩივნა, რომ “ლივერპულში” დარჩენილიყო.
“ლივერპულის” ფანებს ჰგონიათ, რომ მე დარჩენა არ მსურდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს სიმართლე არ არის. ის პერიოდი ჩემთვის ტრაგიკული იყო. “ლივერპულში” დარჩენა ძალიან მინდოდა, რადგანაც ვიცოდი, რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შემეძლ.
“რეალში” მივხვდი რას ნიშნავდა ვარსკვლავობა და ეს შემძულდა.
ერთხელ, პრესკონფერენციების შემდეგ გასახდელში შევედი. პირველი ვიღავი და უბრალოდ დავჯექი. ფეხბურთელები შემოდიოდნენ და სულ მეუბნებოდნენ, რომ ეს მათი ადგილი იყო. ოცჯერ მაინც მომიწია ადგილის შეცვლა.
სწორედ მაშინ დავფიქრდი – “რას ვაკეთებ აქ? საშინელება იქნება”. ის, რაც იმ დღეს განვიცადე, კოშმარის დასაწყისი იყო. გარკვეული მსხვერპლის გაღება იყო საჭირო, მე კი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ეს რომ გამეგო.
ყოველდღე პრესკონფერენციები მქონდა. მოედანზე საქმეები კარგად არ მიდიოდა და ზეწოლაც იზრდებოდა. პირადი ცხოვრებაც არ მქონდა. ვერაფერს ვაკეთებდი. 20 წლის ასაკში ქუჩაში გავლის უფლებაც არ მქონდა. ყველაფერი რასაც ვაკეთებდი, განხილვის თემა ხდებოდა გაზეთში,” – აცხადებს ანელკა.