ვან პერსი “ფეიენოორდის” სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა
“არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რობინ ვან პერსი, კარიერას დამხმარე მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელებს. ნიდერლანდელი ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბში იმუშავებს.
“ფეიენოორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ვან პერსი გუნდის თავდამსხმელებთან იმუშავებს და ასე დაეხმარება დიკ ადვოკაატს.
შეგახსენებთ, რომ ვან პერსი სწორედ “ფეიენოორდის” აღზრდილია. აქ ის 2001-04 წლებში და 2018/19 წლების სეზონში თამაშობდა.
RVP is back at 1908! 😎 @Persie_Official voegt zich vanaf vandaag bij de staf en gaat aan de slag met de aanvallers.#Feyenoord
— Feyenoord Rotterdam (@Feyenoord) August 7, 2020