ყენია მსოფლიო ჩემპიონის თანაგუნდელი გახდება? “საბურთალო” დასრულდა
29 წლის ლევან ყენია სინჯებზე გერმანიის მე-3 ლიგის “ურდინგენში” იმყოფება და პირველი მატჩი ჰოლანდიურ “პსვ”-სთან ჩაატარა.
ყენიამ 1 ტაიმი ითამაშა და მე-2 ნახევრის დასაწყისში მწვრთნელმა თითქმის სრულად გამოცვალა შემადგენლობა, მათ შორის, ლევანიც. ქართველს თამაშის დასაწყისში გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.
ყენიას დამატების საკითხი გადაწყვეტილი არ არის და ეს უახლოეს დღეებში გადაწყდება. მისი თანაგუნდელი, დადებითი პასუხის შემთხვევაში, დორტმუნდის “ბორუსიას” ლეგენდარული ნახევარმცველი კევინ გროსკროიტცი იქნება, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. კევინი გუნდში უკვე 2 წელია თამაშობს. წელს “ურდინგენი” მე-2 ლიგაში აღზევებას გეგმავს და ამისთვის საკმაოდ სერიოზულად ემზადება.
ლევანი ბოლოს “საბურთალოში” ირჯებოდა, მანამდე კი გერმანიაში “შალკეში” და “ფორტუნაში” ყოფილა.