“დინამო” – “ტირანა”: ტოტალიზატორები ფავორიტად თბილისურ გუნდს თვლიან
ოთხშაბათს, 19 აგვისტოს, “დინამო არენაზე”, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში “დინამო თბილისი” ალბანურ “ტირანას” დაუხვდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და ის გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. თამაშს ესტონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 40 წლის როომერ ტარაევი იქნება, რომელსაც ნეემე ნეემლაიდი და სანდერ საგა დაეხმარებიან ხოლო მეოთხე მსაჯად კარლს კოპელი იმუშავებს.
საბუკმეიკერო კანტორები ფავორიტად “დინამოს” თვლიან. მსოფლიოს წამყვანი ტოტალიზატორები თბილისური გუნდის ძირითად დროში მოგებას საშუალოდ 1,77-ად აფასებენ, ფრის კოეფიციენტი 3,43 არის, ხოლო “ტირანას” გამარჯვება 4,28-ად არის შეფასებული.
საბუკმეიკერო კანტორების მიერ შემოთავაზებული კოეფიციენტებით მატჩის 90-წუთიან მონაკვეთში შესაძლო შედეგი პროცენტულად ასე ნაწილდება:
“დინამო” – 52%
ფრე – 27%
“ტირანა” – 21%
“დინამოსა” და “ტირანას” წყვილში გამარჯვებული გუნდი 25/26 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სერბეთის “ცრვენა ზვეზდასა” და გიბრალტარის “ევროპას” შორის მოგებულს უმასპინძლებს.