“ჩიხურა” “საბურთალოსთან” 2-8 განადგურდა
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში “ჩიხურასა” და “საბურთალოს” შორის რამდენიმე რეკორდი დამყარდა. “საბურთალომ” “ჩიხურა” 2-8 გაანადგურა და ეს ეროვნული ლიგის ისტორიაში რეკორდული გოლების მაჩვენებელია. ჰეთრიკი ბექა ქავთარაძემ შეასრულა (პირველი ჰეთრიკი მიმდინარე სეზონში), ელვინ ტერამ დუბლი, თითო-თითო გოლი კი ცნობილაძე, ლუმუმ და მარგველაშვილმა შეაგდეს. საპასუხოდ საჩხერლებმა 2, დეკანოიძემ მე-15 წუთზე და ჩიკვაიძემ 89-ზე შეაგდეს.
“ჩიხურას” რიგებში დებიუტი ჰქონდა ავთო კაპანაძეს, რომელმაც 21-ე წუთზე ბეგაშვილი შეცვალა და 5 გოლი გაუშვა. ასევე, პირველი მატჩი ჩაატარა ნახევარმცველმა ვანო შარვაძემ. კამერუნელმა შემტევმა ბუმალიმ “საბურთალოს” პირველივე შეხვედრაში საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
“საბურთალო” 19 ქულით “დინამო თბილისს” გაუთანაბრდა, “ჩიხურა” 5 ქულით მე-9 ადგილზეა.
ჩიხურა 2-8 საბურთალო
გოლები: დეკანოიძე 15, ჩიკვაიძე 89 – ცნობილაძე 3, ტერა, 10/52, ქავთარაძე 17/34/39, ლუმუ 27, მარგველაშვილი 60
ჩიხურა: ბეგაშვილი (კაპანაძე 21) – მაჩაიძე, ჯაფიაშვილი, კამლაძე, ჯავაშვილი – ჩიკვაიძე, ფოცხვერია (შარვაძე 69) – კორიფაძე (ტეფნაძე 46), კიკაბიძე, დეკანოიძე – მუჯირი
მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
საბურთალო: კუპატაძე – მალი (გულიაშვილი 62), გრიგალაშვილი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე – ალთუნაშვილი (ბუმალი 57), ცნობილაძე (ბელიაევი 9) – ტერა – ქავთარაძე, ლუმუ
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე