ბართომეუმ მესისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ხელშეუხებელია.
როგორც იცით, ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, მესიმ გუნდი დატოვოს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ბართომეუსთან ცუდი ურთიერთობა სახელდება.
“მესი ხელშეუხებელია. მან ეს იცის და ჩვენ, ყველამ ეს ვიცით. ასევე, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთა ტრანსფერიც არ შეიძლება – ტერ შტეგენი, ლენგლე, სემედუ, დე იონგი, გრიზმანი, დემბელე… ამ ფეხბურთელებზე მომავლის შენებას ვაპირებთ.
მესის კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. მე ლეოსთან და მამამისთან ხშირად ვსაუბრობ. ის მსოფლიოში პირველია. მესის სურს, რომ კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს”, – განაცხადა ბართომეუმ.