ანტონიო კონტე: “სიტყვა შიში ჩემ ლექსიკონში არ შედის”
მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ევროპა ლიგის ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს გასამართ ფინალში “ნერაძურის” მეტოქე “სევილია” იქნება.
“საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით – ბუნებრივია, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით არაერთი ვარიანტის განხილვა დაგვჭირდა. ჩვენი შრომის საზღაურს ვიღებთ, გუნდში პროგრესი იგრძნობა.
საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მეტოქე გაცილებით უფრო გამოცდილია, რაც მათ უპირატესობას აძლევს. მნიშვნელოვანია, რომ თავი მენტალურად თავისუფლად ვიგრძნოთ. ამ კლუბში ისტორიის დაწერის ერთადერთი გზა გვაქვს – მოგება.
სიტყვა შიში ჩემ ლექსიკონში არ შედის და იგივეს ვიტყოდი ჩემ ფეხბურთელებზეც. ჩვენ “სევილიას” დიდ პატივს ვცემთ. აქ ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კარტები გვაქვს სათამაშო.
ეს ჩემი მეოთხე წელია ევროპულ ტურნირზე. ევროპა ლიგის ფინალში თამაში სასიამოვნოა. ძალიან ვნერვიულობ კლუბსა და ფანებზე. 10 წელი გავატარეთ უფინალოდ, რაც საკმაოდ დიდი დროა,” – აცხადებს კონტე.