პირველად 114-წლიან ისტორიაში: “სპეცია” სერია A-ში ითამაშებს
სერია A-ს პლეიოფის უცნაური რეგლამენტის წყალობით, “სპეცია” კლუბის არსებობის 114-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ითამაშებს იტალიის უმაღლეს დივიზიონში.
საქმე ის გახლავთ, რომ გასვლაზე “ფროზინონეს” მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ, “სპეცია” შინ ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა. თუმცაღა სერია A-ში სწორედ ეს უკანასკნელი დაწინაურდა, რადგანაც სერია B მესამე ადგილზე დაასრულა, მეტოქემ კი – მერვე პოზიციაზე.
კლუბი 1906 წელს დაარსდა. 1944 წელს სერია A მეორე მსოფლიო ომის გამო შეჩერდა, რის გამოც შედგა ტურნირი Campionato Alta Italia, რომელშიც მხოლოდ იტალიის ჩრდილოეთით მდებარე კლუბებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამ გათამაშებაში “სპეციამ” იმარჯვა, თუმცა იტალიის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს ჩემპიონობა არ აღიარა და 2002 წელს საჩემპიონო ტიტულს საპატიო “სკუდეტოს” სახელი ეწოდა.