“ვალენსია” ადასტურებს: როდრიგო პრემიერ ლიგაში ითამაშებს
“ვალენსიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც როდრიგო ამიერიდან კარიერას ბრიტანულ პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
როგორც ცნობილი ხდება, “ლიდს იუნაიტედის” ხელმძღვანელები ესპანეთში იმყოფებიან, სადაც კონტრაქტი ბოლო დეტალებს ათანხმებენ. ტრანსფერი პრემიერ ლიგაში ახლად აღზევებულ კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
“ვალენსია” ადასტურებს წინასწარი შეთანხმების არსებობას “ლიდს იუნაიტედთან” როდრიგო მორენოს ტრანსფერის თაობაზე. ტრანსფერის დასრულებამდე ფორმალური მხარის მოწესრიგებაა საჭირო.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ როდრიგოს ბოლო ექვს სეზონში გაწეული დახმარებისთვის. ამ პერიოდში მან 220 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 59 გოლი გაიტანა და თასის მოგებაში დაგვეხმარა,” – ვკითხულობთ “ღამურების” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე “ვალენსიამ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ისეთი ფეხბურთელები გაყიდა, როგორებიც არიან: ფერან ტორესი, დანი პარეხო და ფრანსის კოკლინი.