მესის “ბარსელონას” დირექტორებთან შეხვედრა სურს – მხარეები ვერ თანხმდებიან
ლიონელ მესის “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სურს, რათა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს.
როგორც იცით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კლუბს აცნობა, რომ წასვლა სურს. ახლა მესი ცდილობს, დირექტორთა საბჭოს გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებით ესაუბროს.
33 წლის ფეხბურთელმა იცის, რომ ამ ზაფხულში მას უფასოდ არ გაუშვებენ, თუმცა მას სურს, რომ კლუბმა გამოსასყიდი თანხა შეამციროს. ამავდროულად, “ბარსელონა” საკუთარ პოზიციას არ ცვლის – კლუბი კვლავაც გამოსასყიდ თანხაზე ფიქრობს და ჯერჯერობით, გუნდს კაპიტანთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს.
ამ ეტაპისათვის, მხარეები ვერაფერზე თანხმდებიან. “ბარსელონას” მესის დათმობა არ უნდა, თავად ფეხბურთელს კი წასვლა სურს.
წესით, კვირას მესიმ კორონავირუსის ტესტი უნდა ჩაიტაროს, რის შემდეგაც რონალდ კუმანის “ბარსელონასთან” ერთად სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპში ჩაერთვება.