VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი VTB ბანკი გახდა. მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი 1 სექტემბერს სასტუმრო სტამბაში მოეწერა. შეგახსენებთ, რომ VTB ბანკი უკვე ოთხი წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია, 2020 წლიდან კი, არსებული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად, VTB ბანკი საქართველოს ეროვნული, ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების პარტნიორი იქნება.
მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და VTB ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.
💬 ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: „4 წლის წინ ვითიბი ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ირწმუნა და საინვესტიციოდ ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება უეფას ერთა ლიგაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად წინ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ.“
💬 არჩილ კონცელიძე – VTB ბანკის გენერალური დირექტორი: „უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის №1 ქომაგი და მხარდამჭერია. მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების სპონსორობასთან ერთად მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გავხდით. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობისხელშეწყობა, ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ ვუჭერთ მხარს მის წინსვლას და განვითარებას.“