ესპანელებმა გერმანიიდან ქულა ბოლო წუთზე გატანილი გოლით წამოიღეს (ვიდეო)
3 სექტემბერს “შტუტგარტის” საშინაო სტადიონმა გერმანიისა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებას უმასპინძლა. ზემოხსენებული შეხვედრა ერთა ლიგის ეგიდით ჩატარდა.
მატჩი, რომელიც ცარიელი ტრიბუნების ფონზე შედგა, საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. თუმცა, მომენტების რეალიზების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი გახლდათ. ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა ტიმო ვერნერის გოლით, რასაც “ფურია როხამ” მატჩის მეექვსე დამატებულ წუთზე უპასუხა – როდრიგოს გადაცემა გაიამ გარდასახა გოლად.
გეტყვით იმასაც, რომ ერთა ლიგის ა ლიგის მეოთხე ჯგუფში გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად იმყოფებიან უკრაინისა და შვეიცარიის ეროვნული გუნდებიც. მათ შორის გამართული პირველი შეხვედრა 2-1 დასრულდა ანდრეი შევჩენკოს გუნდის სასარგებლოდ.
ა ლიგის მომდევნო ტურში შვეიცარიელები გერმანელებს მიიღებენ, ხოლო უკრაიინელები ესპანელებს ეწვევიან.