საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან მატჩის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
3 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ტრავმის გამო, ესტონეთთან მატჩს ვაკო გვილია გამოტოვებს. შესაძლოა, ის გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში დაუბრუნდეს. გვილია მკურნალობის პროცესს თბილისში გააგრძელებს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდება გიორგი კუცია. 20 წლის ნახევარმცველი მთელი კვირის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუბრუნდა და საფრანგეთთან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთში 4 სექტემბერს, დილით ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
ფოტო: სფფ