გრიზმანი: “იმედი გვაქვს, რომ მესი “ბარსელონაში” დარჩება”
კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ფრანგი ფეხბურთელი ამბობს, რომ მას მესის გუნდში დარჩენის იმედი აქვს, თუმცა კონკრეტული არაფერი იცის.
“ვცდილობთ, ამ ამბავთან დაკავშირებით სიახლეები გავიგოთ, მაგრამ შეთანხმებას კლუბმა და ფეხბურთელმა უნდა მიაღწიონ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ის გუნდში დარჩება. ახალი ამბები ჩვენც გვესმის, მაგრამ კონკრეტულად, არაფერი ვიცით”, – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Goal.Com.