კარელ ვულაიდი: “ქართველები ძალიან თვითდაჯერებულები იყვნენ”
ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარელ ვულაიდმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი სტუმრად 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა.
“პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნახევარში თამაშს საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა. მეორე ნახევარი შედარებით თანაბარი იყო. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მეტოქეები ჩვენ ფეხბურთელებს ანეიტრალებენ, საქართველოს ნაკრებმა დღეს ეს ეპიზოდურად, ძალიან კარგად მოახერხა. ისინი კარგად იყენებდნენ სივრცეებს.
ქართველები ძალიან თვითდაჯერებულები იყვნენ. როგორც მწვრთნელს, მინდა, ჩემმა ფეხბურთელებმა მეტოქეებს აჯობონ, მაგრამ თუ ამის საშუალება ჯერ არ გვაქვს, უბურთოთ ბევრი შრომაა საჭირო. რთულია, მოკლე პერიოდში ჩვენი ფეხბურთელები უფრო ტექნიკურები გავხადოთ”, – განაცხადა ვულაიდმა.