საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა
საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას ერთადერთი გოლით დაამარცხა, რომელიც 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.
მთელი მატჩის განმავლობაში ყველაზე აქტიური მარჯვენა ფლანგიდან კვარაცხელია იყო, რომელმაც ესტონელი მცველებს უამრავი თავსატეხი შეუქმნა. კარგად გაისარჯნენ ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაურიც, რომელიც მარცხენა მცველად თამაშობდა. ლორია საქმეში პრაქტიკულად არ ჩართულა.
მე-2 ჯგუფის მე-2 შეხვედრა 8 ოქტომბერს თბილისში, ჩრდ.მაკედონიასთან გაიმართება.
ესტონეთი 0-1 საქართველო
გოლი: კაჭარავა 32
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, ხოჭოლავა,კვირკველია, ჯიღაური – კანკავა, კვეკვესკირი – ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90) – კაჭარავა (ლობჟანიძე 68)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი