ვლადიმერ ვაისი: “ვეცდებით კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჩრდ.მაკედონიასთან თამაშამდე პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით, ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ხვალ კარგ გუნდს ველოდებით. ჩვენ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ და ვეცდებით ვაჩვენოთ კარგი ფეხბურთი.”
“ვაკო გვილია ხვალინდელი შეხვედრისთვის მზადაა. ის არ ყოფილა ტრავმირებული, მაგრამ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. დაისვენა და სრულ მზადყოფნაშია.
“არ არის ადვილი ამერიკიდან ფეხბურთელი ჩამოიყვანო, მაგრამ გვაქვს კლუბთან შეთანხმება, რომ ბელარუსისთვის ვაკო და კაშო ჩვენთან იქნებიან. მართალია, ისინი “სან ხოსეში” სკამზე არიან, თუმცა ორივე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა”
“ყველა ნაკრებს 25%-იანი შანსი აქვს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გულშემატკივრებზე, კორონა სიტუაციაზე, ტრავმირებულ ფეხბურთელების მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ როგორი სიტუაცია იქნება 1 თვეში” – განაცხადა ვაისმა ოქტომბერში დაპირისპირებაზე.
“ხვიჩა კვარაცხელია დიდი ტალანტია. მე ცოტა მეშინია. ჩვენ შანსი მივეცით ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს, მათ შორის, არაბიძეს, ხარაბიძეს, სხვებს და ყველაფერი ისე არ დასრულდა. ხვიჩა ტოპ მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის ქვეშ თამაშობს. სრულიად განსხვავებულია ის კვარაცხელია, რაც 1 წლის წინ იყო. მან უნდა ისწავლოს მეტი, კიდევ უფრო მეტი იმუშავოს. მას უყვარს ბურთი, როგორც ყველა ქართველს, მაგრამ ხანდახან უფრო მარტივი თამაშია საჭირო, 1-2 პასით. მე მისი მჯერა, მეიმედება და ის ნამდვილად კარგი კაცია”