ვაისი ხვიჩა კვარაცხელიაზე: “ცოტა მეშინია, შანსი ბევრი ახალგაზრდას მივეცით, მაგრამ…”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
“ხვიჩა კვარაცხელია დიდი ტალანტია. მე ცოტა მეშინია. ჩვენ შანსი მივეცით ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს, მათ შორის, არაბიძეს, ხარაბიძეს, სხვებს და ყველაფერი ისე არ დასრულდა. ხვიჩა ტოპ მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის ქვეშ თამაშობს. სრულიად განსხვავებულია ის კვარაცხელია, რაც ერთი წლის წინ იყო. მან უნდა ისწავლოს მეტი, კიდევ უფრო მეტი იმუშავოს. მას უყვარს ბურთი, როგორც ყველა ქართველს, მაგრამ ხანდახან უფრო მარტივი თამაშია საჭირო, 1-2 პასით. მე მისი მჯერა, მეიმედება და ის ნამდვილად კარგი კაცია”, – განაცხადა ვაისმა ჟურნალისტებთან.
“ჩაკვე ბრუნდება, მან გვაჩვენა თუ რა შეუძლია. ადვილი არ არის ასეთი ტრავმის შემდეგ დაბრუნდე, ამგრამ ის ბრუნდება, 80 წუთზე მეტი იყო მოედანზე ესტონეთთან. ერთი თვე გვაქვს ბელარუსთან მატჩამდე და დრო აქვს, რათა კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდეს”, – ვაისი გიორგი ჩაკვეტაძეზე.