ვაისი: “როცა ნაკრებში ჩამოვედი, ფეხბურთელები იტალიაში, ჰოლანდიაში თამაშობდნენ, ახლა კი”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჩრდ.მაკედონიასთან გასამართი მატჩის წინ შეტევით ხაზზე ისაუბრა.
“ყველას მარცხენა ფლანგზე სურს თამაში. ოქრის 2 ხანგრძლივი პერიოდის ტრავმა ჰქონდა, ის ნამდვილად დაბრუნდა, ის ერთ-ერთი საუკეთესო და ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია. 120%-ით იხარჯება ვარჯიშებზე და ძალიან უყვარს ფეხბურთი. კვარა, ზურიკო, ჩაკვე საკმაოდ ახალგაზრდები არიან და ყველა, ყველა ბოლომდე იხარჯება. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ ორივეს (ოქრი და ჩაკვე) დავაყენებ თუ ერთს სკამზე დავტოვებ. როდესაც ნაკრებში ჩამოვედი, ფეხბურთელები იტალიაში თამაშობდნენ, ჰოლანდიაში, ახლა კი კვიპროსში და სხვა ქვეყნებში. 5 წელია ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს, თავიდან მჭედლიძე გამოირჩეოდა, თუმცა მასაც ტრავმებმა შეუშალეს ხელი. ეს რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ”, – თქვა ვაისმა.
ესტონეთთან შეხვედრაში სლოვაკმა სპეციალისტმა ნიკა კაჭარავა დააყენა ძირითადში, რომელმაც ერთადერთი გოლი შეაგდო.