რატომ სთხოვა ერლინგ ჰოლანდმა ჩრდილოეთ ირლანდიელ ფეხბურთელს მაისურის გაცვლა?
7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანე ნორვეგია მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, დუბლის ავტორმა, ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების გარემარბს, სტიუარტ დალასს მაისური სთხოვა. მისმა ამ საქციელმა ბევრი ადამიანი გააკვირვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნორვეგიული ტელევიზიის ჟურნალისტმა დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა თავდამსხმელს ჰკითხა, თუ რატომ სურდა მას დალასის მაისური, რაზეც ჰოლანდმა ასე უპასუხა: “მე ვფიქრობ, ის კარგი ფეხბურთელია და დღეს საუკეთესო იყო.”
სტიუარდ დალასი “ლიდს იუნაიტედის” ფეხბურთელია. ერლინგ ჰოლანდის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი რამდენიმე წლის განმავლობაში “ლიდსის” ღირსებას იცავდა. თავად ერლინგიც ლიდსშია დაბადებული და როგორც ცნობილია, ის ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობს.
All Leeds aren’t we! #lufc #mot #alaw #Norway #haaland #dallas pic.twitter.com/NTJO0ZcrnD
— Viktor Aase (@espeaase) September 7, 2020