კარაგერი: “მინდა “ლივერპულის” ჩემპიონობა, მაგრამ – დაძაბულ ბრძოლაში”
ინგლისის პრემიერლიგის ახალი გათამაშების დაწყებამდე სამი დღე დარჩა. დამდეგი სეზონის შესახებ “ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა.
“მერსისაიდელი ვარ და მინდა, რომ ჩემპიონატი ისევ “ლივერპულმა” მოიგოს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს 2019-2020 წლების სეზონში მოხდა. მინდა, რომ ჩემპიონობისთვის ნამდვილი ბრძოლა ვიხილო.
მინდა, რომ “ლივერპულს” სხვა გუნდები მიუახლოვდნენ, რადგან კონკურენტული ლიგა გვჭირდება. მერსისაიდელთა ჩემპიონობა გამიხარდება, მაგრამ ამასთან ერთად მსურს, რომ სეზონის ბოლო ტურებამდე ვიხილო ბრძოლა.
ჩემპიონობა ნებისმიერ გუნდს უნდა, მაგრამ მე მხოლოდ ორ რეალურ პრეტენდენტს, ბოლო წლების ორ საუკეთესო გუნდს ვხედავ. “მანჩესტერ სიტი” და “ლივერპული” დანარჩენ კლუბებს აღემატებიან და ვფიქრობ, ტიტულისთვის სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ”, – კარაგერის კომენტარი TEAMTalk-მა გამოაქვეყნა.