დავიდ სილვამ კორონავირუსი დაამარცხა და “სოსიედადში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)
“რეალ სოსიედადის” ახალწვეულმა დავიდ სილვამ ბასკური გუნდის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. 34 წლის ნახევარმცველი “სოსიედადში” მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 31 აგვისტოს ფეხბურთელის პრეზენტაცია მოეწყო, იმავე დღესვე მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწია.
თეორიულ დონეზე დავიდ სილვას 20 სექტემბერს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში თამაში შეუძლია.
როგორც მოგეხსენებათ, ესპანელი ფეხბურთელი ათი წლის განმავლობაში “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.
👋 𝐇𝐚 𝐥𝐥𝐞𝐠𝐚𝐝𝐨 𝐞𝐥 𝐝𝐢́𝐚.
🆕 ¡𝗬𝗮 𝗲𝘀𝘁𝗮́ 𝗮𝗾𝘂𝗶́ @21LVA!#AurreraReala
— Real Sociedad Fútbol (@RealSociedad) September 14, 2020