“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბრაიტონი” ბოლო წამზე დანიშნული პენალტით დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის მესამე ტური “ბრაიტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაძაბულმა დაპირისპირებამ გახსნა. მოედანზე ორივე გუნდი სამი ქულის მოსაპოვებლად იყო გასული.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩი “ბრაიტონის” უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიშიც მასპინძლებმა გახსნეს – თამაშის მე-40 წუთზე ნილ მოპემ შეძლო დე ხეას კარის აღება, რასაც სამიოდე წუთში დანკის ავტოგოლი მოყვა.
მეორე ტაიმი რაშფორდის გოლმა გახსნა (55′), ამ შემთხვევაში საგოლე გადაცემა რეშფორდმა მიითვალა. მარშმა თამაშის მეხუთე დამატებულ წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ერთი შეხედვით, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა მოპემ ბოლო წამებზე პენალტი აიკიდა, რომელიც მეათე დამატებულ წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გოლად გარდასახა 2:3.
ასე რომ, ოლე გუნარ სულშერის გუნდმა პირველი სამი ქულა მოიპოვა და მომავალ ტურში “ტოტენჰემს” მიიღებს. “ბრაიტონმა”, რომლის ფეხბურთელებმაც ამ მატჩში ხუთჯერ მოარტყეს ბურთი კარის ჩარჩოს, “ევერტონთან” სათამაშოდ უნდა დაიწყოს მზადება.